ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, პირვალადი მოხმარების ნივთების შეგროვება ბორჯომში დაიწყო
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ უერთდება კამპანიას #სოლიდარობათურქეთს და იწყებს ნივთების შეგროვებას მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად.

თურქეთსა და სირიაში ადამიანებს ჭირდებათ თანადგომა და დახმარება.

იმედი გვაქვს #ბორჯომი იქნება სოლიდარული განსაცდელში მყოფი ადამიანების მიმართ.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთები გროვდება ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია-ცენტრის“ ოფისში. მისამართი, ფიროსმანის ქ.#5, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე.

თურქეთის საელჩოს განცხადებით, სასურველია, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ის მოთავსებული იქნება ღია პაკეტში. ამ დროისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი:

• ქურთუკი-პალტო;
• საწვიმარი;
• ჯემპრი;
• ხელთათმანი;
• შარფი - კაშნე;
• ბერეტი;
• წინდა;
• საბანი; პლედი
• საძილე ტომარა;
• საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები);
• ბავშვთა კვება;
• ჰიგიენური საფენები (ბავშვის, ქალის)
• დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები;

#სოლიდარობაგადაგვარჩენს



Print