თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, პირვალადი მოხმარების ნივთების შეგროვება ბორჯომში დაიწყო
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“
უერთდება კამპანიას #სოლიდარობათურქეთს და იწყებს ნივთების შეგროვებას
მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად.
თურქეთსა და სირიაში ადამიანებს ჭირდებათ თანადგომა და დახმარება.
იმედი გვაქვს #ბორჯომი იქნება სოლიდარული განსაცდელში მყოფი
ადამიანების მიმართ.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად პირველადი
საჭიროების ნივთები გროვდება ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია-ცენტრის“
ოფისში. მისამართი, ფიროსმანის ქ.#5, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,
10:00-დან 18:00 საათამდე.
თურქეთის საელჩოს განცხადებით, სასურველია, თუ შემოწირული ნივთები
იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ის მოთავსებული
იქნება ღია პაკეტში. ამ დროისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალი:
• ქურთუკი-პალტო;
• საწვიმარი;
• ჯემპრი;
• ხელთათმანი;
• შარფი - კაშნე;
• ბერეტი;
• წინდა;
• საბანი; პლედი
• საძილე ტომარა;
• საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები);
• ბავშვთა კვება;
• ჰიგიენური საფენები (ბავშვის, ქალის)
• დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები;
#სოლიდარობაგადაგვარჩენს