ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 9 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 9 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია 37 000 ადამიანი.

მედიის ცნობით, მხოლოდ სირიაში 2 530 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 1 280 პირი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გარდაიცვალა, ხოლო 1 250 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.

Print