ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ იწყება - ბორჯომში სად და როდის გაიმართება შეხვედრები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 13-დან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

შეხვედრები 13 თებერვალს სოფელ ყვიბისიდან და დაბა ახალდაბიდან დაიწყება.

14 თებერვალს პრიორიტეტების გამოვლენა მოხდება რველში, კორტანეთში, ზანავში, ბეშეთში და ვარდგინეთში.

15 თებერვალს შეხვედრები გაიმართება შემდეგ სოფლებში: სადგერში, ტბაზე, ლიბანში, ცემში.

16 თებერვალს კი სოფელ დაბაში, მზეთამზესა და ტიმოთესუბანში.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსავლენად, 17 თებერვალს შეხვედრები გაიმართება სოფელ ლარებში, ჩითახევში, ქვაბისხევში, ჭობისხევში და დვირში.


რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 20 თებერვლიდან გაგრძელდება.

ამ დღეს შეხვედრები, დგვარში, საკირესა და ტაძრისში გაიმართება.

21 თებერვალს შეხვედრები გაგრძელდება ბაკურიანში, დიდ და პატარა მიტარბში, თორში, ანდეზიტში და ციხისჯვარში.

22 თებერვალს კი შეხვედრების სერიები ბორჯომის ყველაზე მაღალმთიან ზონაში დასრულდება: ტაბაწყურში, ბალანთაში, მოლითსა და ჭიხარულაში.


პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო. ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.


დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლები საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.


Print