ახალი ამბები
„ვოლტის“ კურიერი 9 თვეა კომაშია - ოჯახი დახმარებას ითხოვს
„ვოლტის“ კურიერი, 26 წლის ლევან მძევაშვილი უკვე 9 თვეა უგონო მდგომარეობაშია. 31 მარტს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მან მძიმე დაზიანება მიიღო. აღენიშნება ქალაფუძის მოტეხილობა, გულის აორტის დაზიანება. მკურნალობას გადიოდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. მას ასევე ჩაუტარდა ოპერაცია. ახლა მკურნალობა სახლში უტარდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს.


„ლევანს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მას შემდეგ რთულად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ეტაპზე საქართველოში გავდივართ მკურნალობას სახლში გვყავს. ორ თვე ნახევარი თბილისში ვაკეში ხეჩინაშვილის კლინიკაში გავდიოდით მკურნალობას. ხეჩინაშვილის კლინიკიდან, პირდაპირ თურქეთში BHT clinicashi ერთი თვე ვმკურნალობდით. თურქქეთიდან დაბრუნების შემდეგ ისევ თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავით თვენახევარი. ნოემებრის თვეში გაუკეთდა თავზე ოპერაცია ამერიკულ ჰოსპიტალში. თავის ქალა ჰქონდა ახდილი ორივე მხარეს. ძვლები ამოღებული და სავალდებულოდ საჭირო ოპერაცია გაუკეთდა. ნოემბრის მერე სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას. 10 თვე გახდა უკვე რაც მღვიძარე კომაში იმყოფება. თვალები აქვს გახელილი, მაგრამ ვერავის ვერ გვცნობს, ვერ მოძრაობს, ვერ ლარაპარაკობს, კომაშია. ანუ ყოვლდღიურად სჭირდება მასაჟი, რეაბილიტაცია, ნერვოლოგი, რეანიმატოლოგი, მედიკამენტები და ა.შ. რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც გასაყიდი გვქონდა გავყიდეთ და ფინანსურად მეტი საშუალება აღარ გვაქვს. გთხოვთ, დავუდგეთ ლევანს გვერდით, რათა გააგრძელოს სახლში რეაბილიტაცია და მკურნალობა დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში, დავუბრუნუთ მამიკო პატარებს, რომლებიც ელოდებიან როდის ეთამაშება მამიკო ისევ მათ“ - გვეუბნება ლევანის მეუღლე, ლეილა ცქვიტიშვილი.


ლევან მძევაშვილს, დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ლევან მძევაშვილის დასახმარებლად, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:
GE94BG0000000538915307 ლეილა ცქვიტიშვილი
GE56TB7152845064300025 ელზა მძევაშვილი


Print