ახალი ამბები
ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. სოფლის წარმომადგენლებს და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ბორჯომის მერი შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ოთარ არბოლიშვილმა ის საჭიროებები მოისმინა, რაც სოფლებში დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს შესაბამისი დავალებები მიეცა.



13 თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის საერთო კრებები დაიწყება, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის გადაწყვეტილებით შერჩეული პრიორიტეტებია, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.




სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე ესწრებოდნენ.
Print