Error
ახალი ამბები
14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
სახელმწიფო დროშის დღეს საქართველო წელს, მეთერთმეტედ აღნიშნავს.

სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოიფინება საქართველოს ეროვნული დროშები.

სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ. სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“.

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
Print