ახალი ამბები
„სახიფათოდ აქციეთ ახალდაბა-ბორჯომის საგზაო მონაკვეთი“- ბაკურ გელაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ბაკურ გელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ის საგზაო დეპარტამენტს მიმართავს და აკრიტიკებს. საუბარია ბორჯომი-ახალდაბის დაზიანებულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე და დაუსრულებელ სამუშაოებზე.

„საგზაო დეპარტამენტი ხარ თუ უფრო სახიფათო დეპარტამენტი!

დავიწყოთ, იმით რომ ყველაზე სამარცხვინო, სამარცხვინოს რომ თავი დავანებოთ სახიფათოდ აქციეთ ახალდაბა-ბორჯომის საგზაო მონაკვეთი.
უამრავი ორმოულები, თქვენს მიერ გადათხრილი და შემდგომ მხოლოდ ქვა-ღორღით ამოვსებული მონაკვეთები, პირდაპირ ცენტრალურ გზაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს მძღოლებისთვის და ზოგადად მგზავრებისთვის.
ახალდაბის და ე.წ. ხეობასთან ბორჯომში შემოსასვლელ მონაკვეთებზე ამ დრომდე მიტოვებული სანიაღვრე და ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ამას დამატებული ე.წ. გაჩერებები, რომლებიც ზაფხულში დაიწყეთ (ყვიბისის, ვაშლოვანის) ააშენეთ და ამ დრომდე მიტოვებულია და არც გადახურვა გაუკეთეთ, აწვიმს და ათოვს. ახალდაბაში ძველი გაჩერება დაანგრიეთ და ვითომ ახლის აშენება დაიწყეთ და ისიც მიტოვებულია ნახევრად აშენებული.
ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?!
ამ ყველაფერში ვისი ფულები დაიხარჯა თქვენი თუ ამ ქვეყნის მოქალაქეების?!
ყველაფერი ამით ხელს უწყობთ ზამთრის კურორტზე ტურისტთა ჩამოსვლას?!
ესაა რბილად, რომ ვთქვათ მავნებლობა, გულგრილობა და უპასუხისმგებლობა.
მაგრამ რას აქვს კონტროლი ამ ქვეყანაში, ან სად ხდება რამის ხარისხიანად შესრულება.
ასეთი აოხრებული და სახიფათო საგზაო ინფრასტრუქტურა შეიძლება სირიაშიც არაა, რაც ბორჯომის ხეობაშია ამჯერად.
ადგილობრივი თვითმმართველობა! მეტი პრინციპულობაა საჭირო ამ კუთხით, ფაქტია მუნიციპალიტეტის ცენტრალური მაგისტრალი საურმე გზას გავს“
- წერს ბაკურ გელაშვილი.

Print