ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე ჩოხატაურშიც წააქცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ხე, მათ შორის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, ძლიერი ქარის შედეგად, გზებზე არსებული ფანჩატურები და ნაგებობები დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. საახალწლო ნაძვის ხე უკვე აღდგენილია.

ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე გვიან ღამით წააქცია სამტრედიაშიც.




ამავე თემაზე:

სამტრედიაში ქარმა ნაძვის ხე წააქცია



Print