ახალი ამბები
ბიზნეს გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ
2 დეკემბერი, ბაკურიანში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების
სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის
წარმომადგენელ 25 ახალგაზრდას ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.

ინტენსიური ბიზნეს გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს, მისასალმებელი
სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ჯაყელმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო ხელისუფალმა, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა, ტაპი ზაქარიაძემ, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგელობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები, მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
Print