ბაკურიანში უწყებათაშორისი შეხვედრა
გაიმართა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ბაკურიანის განვითარების
სააგენტოს ხელმძღვანელი, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი
ხელისუფლების და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს შეხვდა,რომლებიც ჩართულები არიან კურორტზე
სეზონის აქტიურ განხორციელებაში. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული
ცვლილებები და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების საკითხი. საბოლოოდ,
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამართავენ დამატებით შეხვედრებს დაგეგმილი
საქმიანობების კოორდინირებულად განსახორციელებლად.