ახალი ამბები
"სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს" - საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება რაკეტის აფეთქებას პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის ახლოს. მომხდარზე ეს პირველი ოფიციალური განცხადებაა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერში.


ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა "გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით".

Print