ახალი ამბები
ამერიკაში მოღვაწე ბორჯომელი რეჟისორი საკუთარ ბავშვობას ფილმში აცოცხლებს
ორი დღეა ბორჯომის ქუჩები გადასაღებ მოედნად იქცა. სხვადასხვა ლოკაციაზე, ფილმის გადაღების პროცესი ალბათ თქვენც შენიშნეთ და გულგრილად ვერ გაუარეთ.

საქმე იმაშია, რომ ამერიკაში მოღვაწე ბორჯომელმა რეჟისორმა, გიორგი ბარბაქაძემ გადაწყვიტა თავის ბავშვობაზე, რომელიც მშობლიურ ქალაქს უკავშირდება, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაეღო.

გიორგი ბარბაქაძე 20 წლის ასაკიდან განათლების მისაღებად ბორჯომიდან უცხოეთში გაემგზავრა. ამჟამად, როგორც რეჟისორი ამერიკაში მოღვაწეობს.


Print