ახალი ამბები
იტალიის საგანგებო სიტუაციებისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა ბორჯომში
იტალიის საგანგებო სიტუაციებისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა ბორჯომში გამართეს. შეხვედრას მერიის და მათი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საინფორმაციო შეხვედრაზე, საგანგებო სიტუაციებისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბორჯომის მერის წარმომადგენლებს გააცნეს თუ როგორ თანამშრომლობენ საქართველოში სხვადასხვა უწყებები საგანგებო სიტუაციების დროს და როგორია თითოეული უწყების როლი და ფუნქციები მსგავსი შემთხვევების მართვისას.


PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტია, რომლის მთავარი ამოცანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
Print