ახალი ამბები
რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა მიკოლაივში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„მხეცები ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა“, - აცხადებს კიმი.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ წყვეტს საძაგელ ტაქტიკას. ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, - აცხადებს ზელენსკი.
Print