ახალი ამბები
ბორჯომში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროექტის „ვაქცინაცია საქართველოსთვის“ ფარგლებში ბორჯომში საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ღონისძიებას უძღვებოდნენ ექიმი, ვირუსოლოგი ქეთევან ომიაძე და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორი დავით მუმლაძე.შეხვედრის მიზანი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათ კოვიდპანდემიის დროს შეექმნათ.

პროექტს ”Vaccination4Georgia” ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით.

Print