ახალი ამბები
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ბაკურიანში
„ბაკურიანის განვითარების სააგენტომ“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი, ადგილობრივი პარტნიორის პოზიციონირებაა რეგიონში. სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ბაკურიანის განვითარების პერსპექტივების შესახებ. სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე, რაც ზამთრის კურორტზე არსებობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

Print