ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში დანაშაულის მსხვერპლი 214 არასრულწლოვანი გახდა - 2020-2022 წლის კვლევა
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით 2020-2022 წლებში ბავშვთა მიმართ ყველაზე ხშირად ჩადენილ დანაშაულებს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან ცემა, იძულება ან მუქარა, სატრანსპორტო დანაშაული და ქურდობა.

გენდერულ ჭრილში, დანაშაული მსხვერპლი ბავშვებიდან 49% არის ბიჭი, ხოლო 51% გოგონა.



2020-2022 წლებში დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 872;
გურია, აჭარა - 679;
კახეთი - 600;
შიდა ქართლი, მცხეთა მთიანეთი - 441;
რაჭა ლეჩხუმი, იმერეთი - 386;
ქვემო ქართლი - 336;
სამეგრელო, ზემო სვანეთი - 252;
სამცხე-ჯავახეთი - 214.






მასალა მომზადებულია დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის პროექტის - “არასრულწლოვან დაზარალებულთა უფლებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით.

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის რეკომენდაცია, რა უნდა გაკეთდეს, დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვისთვის:



გაუმჯობესდეს საკანონმდებლო რეგულაციები და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები;
გაძლიერდეს უწყებათაშორისი და სექტორთაშორისი კოორდინაცია;
შეიქმნას ერთიანი მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზის სისტემა;
შემუშავდეს დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების რისკებისა და საჭიროებების ინდივიდუალური შეფასების სისტემა;
შემუშავდეს ახალი და გაუმჯობესდეს არსებული სერვისები;
გაუმჯობესდეს ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციისა და რესტიტუციის მექანიზმები;
აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამები გამოყენებულ იქნას, როგორც დაზარალებულთა სერვისები.




დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში მითითებული მაჩვენებელი შესაძლებელია აღემატებოდეს დაზარალებულ პირთა საერთო მაჩვენებელს. ზოგიერთ მუხლთან მიმართებაში, მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა, არამედ დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემებს. მითითებულია 2020, 2021 და 2022 წლის 7 თვის ჯამური მაჩვენებელი რეგიონულ ჭრილში.


Print