ახალი ამბები
უსაფრთხო გარემო თუ საფრთხე ბორჯომის სკვერში
კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეო ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერშია გადაღებული, სადაც ჩანს გარე განათების ბოძებზე არსებული სადენები ღია მდგომარეობაშია. ვიდეოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ტელეკომპანია ბორჯომი დაინტერესდა თუ რატომ არის სადენები ღია მდგომარეობაში მიტოვებული და ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე.

ადგილზე მისულებს ბორჯომის გარე განათების სამსახურის თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.



Print