ახალი ამბები
ბორჯომში კორპუსს სადაც აფეთქება მოხდა ექსპერტიზა ჩაუტარდა
ბორჯომში კორპუსს, სადაც 22 ოქტომბერს, აფეთქება მოხდა, დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ და მრავალბინიანი სახლის მდგრადობა შეამოწმეს.

დღეს დილიდან კორპუსის მიმდებარედ იმყოფებოდნენ მაცროვრებლებიც. ექსპერტის მისვლის შემდეგ, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში პირადი ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად შეუშვეს. ისინი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.


Print