ახალი ამბები
"ჩვენს სართულზე ჩამონგრეულია ყველაფერი, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ადგილობრივები მომხდარის შესახებ
ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და მიმდინარეობს პაციენტის გამოკვლევა. მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საგანგებო სამსახური. მომხდარის შედეგად დაზიანებულია კორპუსის პირველი და მეორე სართულები. მაცხოვრებლები ტელეკომპანია "ბორჯომთან" შემთხვევის დეტალებს ყვებიან.
Print