ახალი ამბები
მაღალი ტარიფი და დაბალი ხარისხი - ბორჯომელები ბუნებრივ აირზე
რა გიჯდებათ ზამთარში გაზით გათბობა - ამ კითხვაზე პასუხი ყველას სხვადასხვა აქვს. ღირებულება განსხვავებულია ბინის ფართობის და გამათბობლის მოხმარების პერიოდულობის მიხედვით. ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ეს კითხვა დასვა როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ქუჩაში. ინტერნეტ სივრცეში თემას დიდი გამოხმაურება მოყვა, 200-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. მომხმარებლები წერენ, რომ გაზით გათბობა მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 500 ლარი უჯდებათ.

ქუჩაში გამოკითხული რესპონდენტებიც ამბობენ, რომ თვის განმავლობაში ძვირის გადახდა უწევთ. ზამთრის და მკაცრი კლიმატური პირობების გახანგრძლივების შემთხვევაში კი ადგილობრივების ოჯახის ბიუჯეტზე, გადასახადი უფრო რთულად აისახება.

Print