ახალი ამბები
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად ტენდერი მეორედ ჩატარდა
სანატორიუმ „ბორჯომსა“ და „ლიკანში“ მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართების მოლოდინში არიან. იძულებით გადაადგილებული 150 ოჯახისთვის მრავალბინიანი სახლის მშენებლობა ახალ უბანში იგეგმება, თუმცა ზაფხულში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

სექტემბრის თვეში ტენდერი კიდევ გამოცხადდა, სადაც წინადადებების მიღება გუშინ, 18 ოქტომბერს დასრულდა. მონაწილეობა წინა ტენდერში დაწუნებულმა თურქულმა კომპანიამ მიიღო. ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის.




ამავე თემაზე:

29 წელი საკუთარი საცხოვრებლის მოლოდინში





Print