ახალი ამბები
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი შესაძლოა კლინიკიდან დღეს გაწერონ
ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ განაცხადა.

„ საბედნიეროდ, ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. ამას დღეს ვგეგმავთ“-განაცხადა თავით ციბაძემ.


Print