ახალი ამბები
"ბევრ კითხვას სვამო" - BMG-ის ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს
BM.GE-ს ჟურნალისტი და რედაქტორი, თელარა გელანტია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. მისი თქმით, მთავრობის პრესსამსახურმა მიზეზად ბევრი კითხვის დასმა დაუსახელა. გელანტია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლება მის მიერ მომზადებულმა მასალამ გააღიზიანა იმის შესახებ, რომ მთავრობის განკარგულებები უკვე 2 წელია, არ ქვეყნდება. 

"მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ".
- ამბობს ჟურნალისტი.





Print