ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - მიმდინარეობს სამუშაოები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზორეთის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული და რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, უწყებაში ჯერ-ჯერობით ვერ გვპასუხობენ.

ცეცხლი ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გუშინ, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. სავარაუდოდ, კლდოვანი რელიეფის და ღამე ნაკლები ხილვადობის გამო გართულდა ხანძრის ქრობა. მეხანძრე-მაშველები ამჟამად ხანძრის სრულ ლიკვიდაციაზე მუშაობენ.


ამავე თემაზე:

"ზორეთში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია" - თემის რწმუნებული
Print