ახალი ამბები
მდგრადი განვითარების მიზნები რეგიონებში - SJMC-ის შეხვედრა ბიზნესთან და თვითმმართველობასთან
მულტისექტორული პარტნიორობის როლი, რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში - ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი, რომელიც ბორჯომში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და NDI-ს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ იმ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ბორჯომში და სამცხე-ჯავახეთში ოპერირებენ. აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

NDI-ს პარტნიორი ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორმა მოსახლეობის საჭიროებების იმ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ბორჯომში ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვით გამოიკვლია. შემდგომში, დისკუსია გაიმართა, როგორ მოხდეს ამ გამოწვევების შესამცირებლად ბიზნეს სექტორის და თვითმმართველობის ჩართვა.

ასევე, გაჩნდა იდეა, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტ სივრცის გამოყენება ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჩართულობით, დამსაქმებლებისა და ადგილობრივების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

Print