ახალი ამბები
დღეს, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, საქართველოში 6 მიწისძვრა მოხდა
დღეს, 11 ივლისს, თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მე-6 მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან ,  ბიძგები 10:14 საათზე 3.2 (ml);  09:48 საათზე 3.3 (ML);  09:18 საათზე 3.1 (ML); 09:10 საათზე 4.7 (ml); 07:36 საათზე 4.8 (ml) დაფიქსირდა.


ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე ხდება.




Print