ახალი ამბები
გზის პრობლემა ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში
ტაბაწყურის თემის ოთხ სოფელს ერთი საერთო პრობლემა აერთიანებს. ბაკურიანიდან სოფლებამდე მისასვლელი 30 კილომეტრიანი გზა, მკაცრმა ზამთარმა წელს კიდევ უფრო დააზიანა. ამას ემატება სოფლის შიდა გზები. მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურას ადგილობრივები ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ.

გზებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მის მოგვარების გზებზე ადგილობრივებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და ბორჯომის მერი ესაუბრნენ. შეხვედრა „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის პროექტის“ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტირება - მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში გაიმართა.


Print