ახალი ამბები
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის
თანამშრომლების სარჩელი განხილვაში აღარ არის. მოსარჩელეებმა
განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომ საქმის
წარმოება შეწყვეტილიყო.
სარჩელი გამოიტანა 49 პირმა, რომელიც ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის
მოტივით გაათავისუფლა. სასამართლოში რჩება ერთი თანამშრომლის, გიორგი
გაბაშვილის საქმე, რომელიც სხვა დასაქმებულებისგან განსხვავებით,
თანამშრომლებისა და საწარმოს დირექტორის საუბრის უკანონო გადაღების და
გასაჯაროების მოტივით გაათავისუფლეს.
წარმოების ოპერატორი მეორე ჩამომსხმელ ქარხანაში დაბრუნდა, თუმცა
ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში
სარჩელს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში დავას
პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე მორალური ზიანის
მიყენებისთვის გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნიდან
გათავისუფლებულებმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების
მოთხოვნით ახალციხის რაიონულ სასამართლოს 16 ივნისს მიმართეს. თუმცა
ექვს დღეში, გაფიცვის 22-ე დღეს, მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას
შორის შეთანხმება შედგა და გათავისუფლებულები სამსახურში
აღადგინეს.
წყარო:tv9news.ge
გააზიარეთ :