ახალი ამბები
რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg
რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო.

Bloomberg-ი განმარტავს, რუსეთს აქვს ფული გადასახდელად გამზადებული, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.

რუსეთი აცხადებს, რომ ფული Euroclear-ს ბანკს გადაეგზავნა, რომელსაც შემდეგ ის ინვესტორებისთვის უნდა გაენაწილებინა, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ ბანკშია და კრედიტორებს არ მიუღიათ. თანხის მიღების ვადის გასვლის თარიღიდან 30 დღეში კი ითვლება, რომ ქვეყანამ დეფოლტი განიცადა, რაც დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟისთვის.


აღსანიშნავია, რომ ბოლოს რუსეთმა დეფოლტი 1918 წელს, „ბოლშევიკური რევოლუციის“ დროს განიცადა, როდესაც ახალმა კომუნისტმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა უარი თქვა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე.
Print