ახალი ამბები
2022 წლის იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წლის მაისის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით.

იანვარი-მაისის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით.

Print