ახალი ამბები
„მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი, ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“
„მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“- განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. დასაქმებულები აპროტესტებენ.
დღეს დილით ზურაბ აზარაშვილს ვესაუბრე და მისი დავალებით საკითხში ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ყველას ვუთხრა - არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Print