ახალი ამბები
1 აშშ დოლარი 3.0249 ლარი ღირს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0249 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0703 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2466 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0633 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Print