ახალი ამბები
უკრაინაში ომი გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა. მისი განმარტებით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაზეა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს.

არესტოვიჩის განმარტებით, რუსეთი შეტევის განხორციელებას პაპასნაიას დასავლეთით და ჩრდილოეთით ცდილობს. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ვითარებას „არასასიამოვნო“ უწოდა, უკრაინელი სამხედროების გამოფიტვის ხარისხის გათვალისწინებით.


Print