დღეს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებსა და დირექტორს შორის შეხვედრაა დაგეგმილი
ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი
ქარხნის ტერიტორიაზე თანამშრომლები იკრიბებიან.
მათთან შეხვედრის სურვილი, “აიდიეს
ბორჯომი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა
გამოთქვა.
პროფკავშირების ინფორმაციით, 17 მაისს, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის
თანამშრომლებს, “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერლური დირექტორი, ივანე
მაჭავარიანი შეხვდება. მასთან შეხვედრას თავად დასაქმებულები
ითხოვდნენ, თუმცა მაჭავარიანი მათ არ ხვდებოდა. დღეს, ივანე
მაჭავარიანი სავარაუდოდ, ორივე ქარხნის თანამშრომლებს შეხვდება.
“აიდიეს ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტის მიერ დისკრიმინაციის,
დაშინებისა და იძულების შესაძლო ფაქტებზე, პროფკავშირებმა საქართველოს
სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექტირების სამსახურს წერილობით
მიმართა. შეგახსენებთ, რომ "პროფკავშირების" თავმჯდომარემ, გიორგი
დიასამიძემ ბორჯომის პროცესების ირგვლივ ჯგუფის ლიდერები, ე.წ. "შავი
პიარის აგორებაზე" გუშინ გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელისრუსი ოლიგარქის სანქცირების
შემდეგ, მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერდა. კომპანიის
ხელმძღვანელობამ 49 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა, დანარჩენს კი
შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რომლის პირობებიც
დასაქმებულებისთვის მიუღებელია