ახალი ამბები
უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის მსურველი აპლიკანტებისთვის საერთო იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. უნარების ტესტი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის მსურველი აპლიკანტებისთვის საერთო იქნება. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;

მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.


საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

22 არჩევითპასუხებიანი დავალებაა;
2 - შესაბამისობის დავალება;
8 - ღია დავალებები;
ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.
Print