ახალი ამბები
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღი ბორჯომში კვირეულით აღინიშნა
წითელი ჯვრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბორჯომში კვირეული მოეწყო.
თავდაპირველად, წითელი ჯვრის მოხალისეებმა ტრენინგები ჩაატერეს სკოლებში მოსწავლეებისთვის.

ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი ,,მანტია" შეუერთდა წითელი ჯვრის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. მონაწილეებმა ასფალტზე ხატვით მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატეს ორგანიზაციისადმი და ერთად სიკეთის კეთების სურვილით გაერთიანდნენ.

წითელი ჯვრის დაარსებასა და მის ისტორიასთან დაკავშირებით გაიმართა პრეზენტაცია.

ბორჯომის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კი ბორჯომის ფილიალმა 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას გააცნო. აქტიური მოხალისეები კი სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

Print