ახალი ამბები
დვირში გზის დროებითი გამაგრებითი სამუშაოები ამ ეტაპისთვის დასრულდა
დვირში გზის დროებითი გამაგრებითი
სამუშაოები ამ ეტაპისთვის დასრულდა.
გზა ლოდებით და ნაშალი მასალით
გაამაგრეს. სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.
შეგახსენებთ რომ, გადაუღებელი წვიმების გამო სოფელ დვირში მდინარის
ადიდებამ ეროზიული პროცესები გააქტიურა.
სამანქანო გზის ნაწილს მიწა გამოეცალა. აღნიშნულ გზაზე მძღოლებს
გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.
გზა ოთხ სოფელს: დვირს, ტაძრის, საკირეს და დგვარს აკავშირებს
ცენტრალურ მაგისტრალთან.
გააზიარეთ :