ახალი ამბები
ნაპრალები ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე
ახალი უბნის ქალაქთან ერთადერთი დამაკავშირებელი სამანქანო გზის მონაკვეთი დაზიანებულია. გზის გარკვეულ ნაწილზე ნაპრალებია გაჩენილი.
მოსახლეობის თქმით არსებობს საშიშროება, რომ მიწის ნაწილი გზას მოწყდება. ადგილობრივებმა პრობლემის გაშუქების მიზნით მოგვმართეს.
მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი ნიშნები დააყენა. სამანქანო გზის მონაკვეთი დაავიწროვა. მათი თქმით ელოდებიან წყლის დონის დაწევას, რომ პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლონ და სამუშაოები დაგეგმონ.
მოსახლეობა შიშობს რომ ამინდის გაუარესების პარალელურად შესაძლოა სიტუაცია ისევ დამძიმდეს.


Print