ახალი ამბები
ახალქალაქში ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
4 მაისს, ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დამწვარია მსუბუქი ავტომობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Jnews - ავრცელებს.

"ღამის 1:00 საათისთვის სასწრაფო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მანქანას უკვე ცეცხლი გაუჩნდა და ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები უკვე მანქანიდან იყვნენ გადმოსული" - აცხადებენ jnews - ში.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

Print