ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: guria.tv
Print