ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს.


ქართველ მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

არკადი კასრაძე 16 აპრილს ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა.

უკრაინაში დაღუპულ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ, 24 აპრილს გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

Print