ახალი ამბები
,,ვერ ვიქნებით გამონაკლისი''-სოფლის მეურნეობის მინისტრი პურის ფასზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი მაშინ,

როცა მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები იზრდება. ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, რა გეგმა აქვს მთავრობას პურის ფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით.

"თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში. მარტის თვეში 13 პროცენტზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში. შესაბამისად, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთანაც ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი", - თქვა მინისტრმა.

 

Print