ახალი ამბები
ახალდაბაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა (R)
ხუთთვიანი სამუშაოების შემდეგ დაბა ახალდაბაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა ოთახები და საკონცერტო დარბაზი, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, კიბეები და აივანი. მოეწყო ხის დეკორატიული მოაჯირები. მოწესრიგდა შენობის გარე პერიმეტრი.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე სულ 232 145 ათასი ლარი დაიხარჯა.


Print