ახალი ამბები
უკრაინელი ილია სიმონენკო ბორჯომის N4 საბავშვო ბაღში ჩაირიცხა
უკრაინის მოქალაქე, ილია სიმონენკო სააღმზრდელო პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის N4 საბავშვო ბაღში შეუერთდა.

5 წლის ილიას საბავშვო ბაღში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ბაღის აღსაზრდელებმა ქართული და უკრაინული მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის დირექტორმა“ ნინო ბენდელიანმა განაცხადა:

,,ილია, დედასთან მარინა შავიძე- სიმონენკოსთან ერთად, ბორჯომში კიევიდან ჩამოვიდა. ბავშვის დედა წარმოშობით ბორჯომიდან არის და ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვი დედამ საქართველოში ჩამოიყვანა”.



Print