ახალი ამბები
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან 35 028 მოქალაქე შემოვიდა
24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია ასე გამოიყურება - 35 028 მოქალაქე შემოვიდა, 20 733 მოქალაქე კი გავიდა.

„აღნიშნულ პერიოდში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა 35 028 უნიკალური პირის შემოსვლა, ხოლო 20 733 შემთხვევაში ფიქსირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა გასვლა. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (შემოსვლა/გასვლა) შესახებ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდა ერთჯერადად. საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,4%”, - ნათქვამია შსს-ს  ინფორმაციაში.



წყარო: ინტერპრესნიუსი
Print