ახალი ამბები
"ქართველებო, დაგავიწყდათ უკრაინის პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლა ომის დროს" - რადას დეპუტატი
"საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?" - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.

რადას დეპუტატისთვის ყველაზე გამაოგნებელი, საქართველოს პრემიერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ვერ ჩავა, „რადგან უკრაინის თავზე ცა დაკეტილია“.

მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რამდენად მოსწონთ მთავრობის მეთაურის ეს განცხადებები.

"პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.

არაუშავს ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“
- განაცხადა გონჩარენკომ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.