ახალი ამბები
დღეიდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა
დღეიდან, 1 თებერვლიდან, თბილისში ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით - ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა.

მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ ვადიანი ბარათებით. 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ღირს, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 და 1-წლიანი - 250 ლარი.

ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში, ისევ მოქმედია მგზავრობის ბარათი „მეტრომანი“ და „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ ბარათები. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარია.

ძალაში რჩება ყველა საშეღავათო ბარათიც, რომლის მფლობელები, მაგალითად პენსიონერები, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ და მათთვის არაფერი იცვლება.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაიაფდა.
Print