ახალი ამბები
ბაკურიანის პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა
დაბა ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა. თანხა 10 მლნ 544 ათას 832 ლარს შეადგენს. საპროექტო წინადადებების მიღების ვადა 7 თებერვალს იწურება.

ბაკურიანის პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მანამდე ორჯერ გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა.


Print